თავში

არასრულოწლოვანი ზ.ხ-ს მამამ თავის დაწვა სცადა

არასრულოწლოვანი ზ.ხ-ს მამამ თავის დაწვა სცადა
არასრულოწლოვანი ზ.ხ-ს მამამ თავის დაწვა სცადა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამამ, თამაზ ხომასურიძემ პროკურატურასთან თავის დაწვა სცადა. ამის საშუალება კი მას ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. მას სამედიცინო ხალათი ეცვა, თან ჰქონდა ბენზინი და სანთებელა. თუმცა, სამართალდამცველებმა ზ.ხ-ს მამას ტერიტორია დაატოვებინეს. 

ის პროკურატურაში შესვლას ითხოვდა. როგორც მან თქვა, პროკურორებს შეხვედრის ვადას საღამომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ თავის დაწვას კიდევ სცდის.

ხომასურიძემ თავის მედიასთან კომენტარის გაკეთებისასაც სცადა თვითდაზიანებების მიყენება. 

არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system