თავში

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს გაიმართება

​არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე სასამართლო განხილვაგაიმართება
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე სასამართლო განხილვა დღეს გაიმართება

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალების დამზადება-გასაღებაზე ბრალდებული 11 პირის საქმის განხილვა დღეს საქალაქო სასამართლოში გაიმართება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო დაკავებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 პირი დააკავა, მათ შორის არიან ბავშვების მშობლები და პედაგოგი.

გამოძიება სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.,

კანონი, მსგავსი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ, 17-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system