თავში

არასრულწლოვნების პროცესზე, სავარაუდოდ, შაქარაშვილის დედას გამოკითხავენ

არასრულწლოვნების პროცესზე, სავარაუდოდ, შაქარაშვილის დედას გამოკითხავენ
არასრულწლოვნების პროცესზე, სავარაუდოდ, შაქარაშვილის დედას გამოკითხავენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდება.

დღესვე, შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილის დედა გამოკითხონ. თამუნა შალვაშვილი სასამართლოს წინაშე დაზარალებულის სტატუსით წარსდგება.

ბრალდებულების ადვოკატებმა თამარ შალვაშვილის მოწმედ გამოკითხვაზე უარი თქვეს, თუმცა მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილა და გიორგი შაქარაშვილის დედა დასაკითხ მოწმეთა სიაში დარჩა.

ცნობისთვის, გუშინ სასამართლოს ჩვენება მისცეს ბრალდებულმა გიგა ტატიაშვილმა, ასევე, დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system