თავში

არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისთვის შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა

შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა
არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისთვის შვიდ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულთაგან შვიდ პირის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სხდომა ამ დრომდე დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

საქმეში მონაწილეების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.

პროკურორის, მარიამ გოგორელიანის თქმით, მშობლებისთვის ცნობილი იყო, რომ მათ შვილებს პორნოგრაფიულ მასალას უღებდნენ. მისი თქმით, ყველა მშობელს ჰქონდა კომუნიკაცია უშუალოდ ორგანიზატორებთან.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ოთხ პირს, მათგან სამ ადამიანს – ამერიკის მოქალაქეს, ასევე ორ მშობელს უკვე პატიმრობა აქვს შეფარდებული. კიდევ ერთი დაკავებულის, ავსტრალიის მოქალაქისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system