თავში

არავითარ სარდაფში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარობდა - დაკავებულის ადვოკატი

არავითარ სარდაფში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარობდა
არავითარ სარდაფში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარობდა - დაკავებულის ადვოკატი

ბათუმის ტრაგედიის საქმეზე დაკავებული პირის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალეულობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, სარდაფში სამუშაოები არ მიმდინარეობდა, ხდებოდა მხოლოდ ორი ბინის გაერთიანება.

"პირველ სართულზე ორი ბინის გაერთიანება ხდებოდა, არავითარ სარდაფში არანაირი სამუშაოები არ მიმდინარეობდა, საძირკველთან შემხებლობა არასოდეს არ ჰქონია - ამას ექსპერტიზაც დაადგენს და მუშების ჩვენებებითაც დადგინდება. თავად ერთ-ერთი დაზარალებული სარემონტო სამუშაოების თვითმხილველია და ხედავდა, საყრდენ კედელთან რომ არ მიმდინარეობდა, ერთ-ერთი დაზარალებულისთვის არის ეს ცნობილი. ექსპერტიზის დასკვნის გარეშე ვინმეს ბრალეულობაზე საუბარი ზედმეტია. ის არის გაურკვეველ სიტუაციაში თვითონ ამბობს, რომ მე არ ვარ მშენებელი, მე ვთხოვე კომპეტენტურ პირებს დახმარება, მათი კონსულტაციების ქვეშ კეთდებოდა ყველა სამუშაო", - აცხადებს ბრალდებულის ადვოკატი.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ მთლიანად ჩამოინგრა.

გარდაიცვალა 9 ადამიანი. ერთი მამაკაცი საავადმყოფოშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system