თავში

არსებობს დრონის კადრები - რა მასალები გააცნეს ბაჩალიაშვილის ოჯახს შსს-ში - VIDEO

არსებობს დრონის კადრები - რა მასალები გააცნეს ბაჩალიაშვილის ოჯახს შსს-ში - VIDEO
არსებობს დრონის კადრები - რა მასალები გააცნეს ბაჩალიაშვილის ოჯახს შსს-ში - VIDEO

როგორც ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვების შემდეგ განაცხადა, საქმეში ფედერალური ბიუროს ჩართულობის თაობაზე ზუსტი თარიღი უწყებაში ვერ დაუკონკრეტეს.

მისი თქმით, უწყებაში საქმის გარკვეული მასალები გააცნეს, რის შესახებაც აქამდე არაფერი იცოდა. ის ასევე ამბობს, რომ არსებობს დრონის მიერ გადაღებული კადრები, რომელიც ამ ეტაპზე ვერ ნახეს. 

„გავეცანი დაკითხვის ოქმებს, ყველა მხრივ მიმდინარეობს მუშაობა. მითხრეს, რომ კამერების ჩანაწერების ამოღებას და ყველა მათგანის გაშიფრვას დრო უნდა და ეს იყო ყველაფერი. ფედერალური ბიუროს ჩართულობაზე ზუსტ თარიღს ვერ მეუბნებიან. დრონის კადრებს რაც შეეხება, ისინი არსებობს უბრალოდ, ამ ეტაპზე ვერ იქნა ნანახი. ყოველ შემთხვევაში, ახლა რაღაც მასალები მანახეს, აქამდე სრულ ვაკუუმში ვიყავით" - განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system