თავში

იზოლატორებიდან სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო

იზოლატორებიდან სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო
იზოლატორებიდან სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება დაიწყო. 

„საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 21 მარტის №1 დეკრეტის აღსრულების მიზნით, მიმდინარე წლის 26 მარტიდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან სისხლის სამართლის წესით დაკავებული პირების სასამართლო პროცესების დისტანციურად წარმოება. 

უმოკლეს პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ყველა იზოლატორში, მოეწყო სივრცეები, რომლებიც სრულად აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით. იზოლატორებიდან პროგრამული ადმინისტრირების კუთხით გადამზადება გაიარეს იზოლატორის თანამშრომლებმა, რომლებსაც განესაზღვრათ სასამართლოებთან დისტანციურ რეჟიმში ელექტრონული კომუნიკაციის დამყარების ფუნქცია-მოვალეობა. დეკრეტის საფუძველზე შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა იზოლატორებიდან სასამართლო სხდომების დისტანციურად ჩატარების წესი.

2020 წლის 26-29 მარტს საქართველოს მასშტაბით დისტანციური წესით 38 სასამართლო სხდომა გაიმართა. ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის პირობებში, დისტანციური პროცესების ჩატარება, ემსახურება პროცესში მონაწილე პირების უსაფრთხოების დაცვასა და მათი საპროცესო უფლებების შეუფერხებლად რეალიზებას", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system