თავში

არც ერთმა დაკითხულმა პირმა არ იცის, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა შაქარაშვილი - ადვოკატი

არც ერთმა დაკითხულმა პირმა არ იცის, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა
არც ერთმა დაკითხულმა პირმა არ იცის, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა შაქარაშვილი - ადვოკატი

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის თქმით, 9 თვის განმავლობაში არც ერთი მტკიცებულება და მოწმობა იმის შესახებ, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია, არ გამოვლენილა. 

შოთა კახიძის თქმით, ამ ხნის განმავლობაში გამოკითხულმა არც ერთმა პირმა არ იცის, რეალურად როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი.

"ჩვენ თითქმის მთელი 9 თვის განმავლობაში ვსაუბრობდით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ფაქტი. საუბარი ზედმეტია რომელიმე პირის მხრიდან რაიმე სახის დანაშაულის ჩადენაზე. იცით, რომ ათეულობით მოწმე დავკითხეთ, დავკითხეთ სამედიცინო ექსპერტები, დავკითხეთ გამომძიებლები და დაკითხული მოწმეებიდან, არც ერთმა პირმა არ იცის, როგორ და რა ვითარებაში გარდაიცვალა გიორგი შაქარაშვილი. სამართლებრივი თვალსაზრისით, გამამართლებელ განაჩენს ალტერნატივა არ გააჩნია", - განაცხადა ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატმა შოთა კახიძემ.

გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. აღნიშნულ პროცესზე მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ და საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ ბრალდებულები, რის შემდეგაც, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system