თავში

მარიანა ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

მარიანა ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება
მარიანა ჩოლოიანის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის წინასასამართლო სხდომა გაიმართება.

მარიანა ჩოლოიანის პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.

ადვოკატ არჩილ შალვაშვილის ინფორმაციით, სხდომაზე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის საკითხი გადაიხედება.

შეგახსენებთ, მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ჩოლოიანმა არასრულწლოვანთა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, დაკითხვის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მოზარდი 17 დეკემბერს იაშვილის სახელობის კლინიკაში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system