თავში

"ფორმულას" დირექტორმა პროკურატურა დატოვა-გუმბარიძეს ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს 

"ფორმულას" დირექტორმა პროკურატურა დატოვა-გუმბარიძეს ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს 
ფორმულას დირექტორმა პროკურატურა დატოვა-გუმბარიძეს ხელი გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს 

ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალურმა დირექტორმა პროკურატურა დატოვა. ზურაბ გუმბარიძის განცხადებით მან ხელი გაუთქმელობის დოკუმენტს მოაწერა, ამიტომ საქმის დეტალებზე ვერ ისაუბრებს. ზურა გუმბარიძე მის დაკითხვას ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში გასვლას უკავშირებს. 

„ის გარემოება, რომ ჩემი დაკითხვა დღეს მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ეჭვს, რომ ეს შესაძლოა უკავშირდებოდეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასვლას. რაც შეეხება კითხვებს, ეს ეხებოდა იგივე საქმეს, რაზეც წარდგენილი აქვს ბრალი ნიკა გვარამიას, ზურაბ იაშვილს და კახა დამენიას. ჩემი მხრიდან ამომწურავად გაეცა ყველა კითხვას პასუხი. შესაბამისად, გამოძიებას კითხვები აღარ უნდა დარჩეს. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს ტელეკომპანია „ფორმულას“, თუმცა პირობას ვდებ, „ფორმულა“ გააგრძელებს ფუნქციონირებას. 5 ოქტომბერს გავა საინფორმაციო გამოშვება, ასევე 7 ოქტომბერს დაგვემატება ახალი გადაცემები და პოლიტიკური თოქ-შოუები. „ფორმულა“ არ არის ერთი ადამიანი, ეს არის იდეა, რომლის გარშემოც უამრავი პროფესიონალი გაერთიანდა და ვერაფერი ჩვენს მუშაობას და ფუნქციონირებას ხელს ვერ შეუშლის“, - განაცხადა გუმბარიძემ. 

ზურაბ გუმბარიძე უწყებაში “ინტერმედიას" საქმეზეა დაიბარეს, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი კომპანიაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system