თავში

აშშ-დან პასუხი მოსულია - აღდგება თუ არა ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან წაშლილი ინფორმაცია

აშშ-დან პასუხი მოსულია - აღდგება თუ არა ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან წაშლილი ინფორმაცია
აშშ-დან პასუხი მოსულია - აღდგება თუ არა ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდან წაშლილი ინფორმაცია

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ყველა ინფორმაცია, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის სოციალური ქსელებიდანაა წაშლილი, აღდგება. როგორც რამიშვილმა report.ge-ს კითხვის საპასუხოდ განაცადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პირველადი პასუხები ამერიკის შეერთებულ შტატებიდან უკვე მიიღეს.

მისი თქმით, გენერალურ პროკურორთან მომდევნო შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

„არის მოლოდინი, რომ ყველაფერი აღდგება. სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით პირველადი პასუხები შეერთებული შტატებიდან არის უკვე მოსული, მაგრამ ახლა ამაზე დეტალურად არ ვისაუბრებ. ვიცი, რომ რაც წაშლილია სოციალური ქსელებიდან, აღდგება. 

ეს არ იქნება ჩვენი ბოლო შეხვედრა. იგეგმება ხშირი კონტაქტი. იყო საუბარი ავტომობილის ექსპერტიზასთან დაკავშირებით. ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები. ის აპარატურა გვექნება, რაც დაადგენს ავტომობილთან დაკავშირებით ყველა კითხვას“,- განაცხადა რამიშვილმა.

ამასთან, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გამოძიება იმ ტემპით მიმდინარეობს, რაც მათთვის მისაღებია, თუმცა, მისი თქმით, საგამოძიებო უწყების მიმართ ნდობა დამოკიდებულია შედეგზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system