თავში

,,მაღალი ბიჭი ეკითხებოდა დაბალ ბიჭს - ის ხომ გადააგდეო" - სკანდალური ჩვენება შაქარაშვილის საქმეში

,,მაღალი ბიჭი ეკითხებოდა დაბალ ბიჭს - ის ხომ გადააგდეო" - სკანდალური ჩვენება შაქარაშვილის საქმეში
,,მაღალი ბიჭი ეკითხებოდა დაბალ ბიჭს - ის ხომ გადააგდეო - სკანდალური ჩვენება შაქარაშვილის საქმეში

გიორგი შაქარაშვილის საქმის 21-ე ტომში ახალი მოწმის ჩვენება ჩნდება. მისი ჩვენებით, ინციდენტის მონაწილე პირები რაღაცის ,,გადაგდებაზე" საუბრობდნენ, თუმცა, მოწმე მათ ვინაობას ვერ ასახელებს და მხოლოდ გარეგნული მახასიათებლებით აღწერს.

,,როდესაც მათ გვერდით გავიარე, ახალგაზრდა მაღალი ბიჭი ეკითხებოდა ახალგაზრდა დაბალ ბიჭს - ის ხომ გადააგდეო. პატარამ ხელი უბიძგა და უთხრა გაჩუმდიო და გააგრძელა საუბარი - კიდევ კარგი გადავაგდეთო, თორემ დაგვენძრეოდაო. მაღალმა ბიჭმა გააგრძელა საუბარი და ამბობდა "ეს არ გვეთქვა ის ამბავიც შეიძლება, არ მომხდარიყოო. შაქარაშვილებმა, რომ გაიგონ მაგრად დაგვარტყამენო." მე გავაგრძელე გზა, მეკეთა ყურსასმენები, მაგრამ იყო გათიშული და ვცდილობდი, მათი საუბარი მომესმინა, ვიყავი მათგან ზურგით და ვეღარ ვხედავდი, რა დროსაც ერთ-ერთმა ახალგაზრდამ თქვა, რომ ამირხანაშვილმა მაგრად ი....ა. მე არ გავჩერებულვარ, ავედი სახლში გადავიხედე აივნიდან და დავინახე, რომ ის ოთხი პიროვნება მოძრაობდა და მათთან იყო მეხუთე პიროვნებაც, მაგრამ მისი აღწერა არ შემიძლია," - ნათქვამია ჩვენებაში.

,,საქმის ახალ ტომებში მსგავსი ჩვენებები არაერთია", - აცხადებს report.ge-სთან საუბარში შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული გიგა ტატიაშვილის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე. 

მისივე თქმით, მსგავსი ჩვენებები გამოძიებას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის და მანძილს გარდაცვალების ადგილსა და პოტენციურ დამნაშავეს შორის ზრდის.

ადვოკატის თქმით, ახალი ჩვენება თბილისში მცხოვრებ ქალს ეკუთვნის, რომელმაც გამოძიებას, სავარაუდოდ, საკუთარი ინიციატივით მიმართა. 

,,არაფრის მომცემი არ არის ამ ეტაპზე ეს ჩვენება, სადღაც ვარკეთილში, ვიღაცამ რაღაც გაიგო, შესაძლლოა, თავისი ინიციატივით მივიდა. ქაოსია ამ საქმეში შექმნილი. კონკრეტული არაფერი მინახავს. არასერიოზულია", - განუცხადა report.ge-ს გიორგი ყიფშიძემ.

შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს მიმართა.

4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავა.

10 ივლისს, გენერალურმა პროკურატურამ გაასაჯაროვა ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

დასკვნაში ასევე წერია, რომ სხეულის დაზიანებები მიყენებული აქვს სიცოცხლეში.

ამასთან, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლითაც გრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system