თავში

AstraZeneca-ს ამპულაში პრეპარატის ნაწილი დარჩენილია - ახალი გარემოებები

AstraZeneca-ს ამპულაში პრეპარატის ნაწილი დარჩენილია - ახალი გარემოებები
AstraZeneca-ს ამპულაში პრეპარატის ნაწილი დარჩენილია - ახალი გარემოებები

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმეში ახალი გარემოებები იკვეთება. ადვოკატების თქმით, საქმის მასალებში არაერთი უზუსტობაა. 

მათი თქმით, AstraZeneca-ს ამპულაში, საიდანაც მეგი ბაქრაძე აიცრა, პრეპარატის ნაწილი დარჩენილია.

გარდა ამისა, ირკვევა, რომ 18 მარტს ვაქცინაცია ახალციხის კლინიკაში ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებულ დროზე, ერთი საათით ადრე დაიწყო. 

"როგორც აქამდე ადვოკატები ვიძახდით, ამპულაში არის დარჩენილი კონკრეტული დოზა და არ არის სრულყოფილად გახარჯული. 10 ადამიანის იმუნიზაციის შემდგომ, სრულად უნდა იყოს გახარჯული ამპულა. მეორე გარემოება არის დრო. ჩვენ ვიცით, რომ იმუნიზაცია მოხდა 11:40 საათზე, რაც დატანილია ამპულაზე, თუმცა საქმის მასალებით, რაც ამ ეტაპზე, კონკრეტული მოწმეების ჩვენებებით გამოიკვეთა, ირკვევა, რომ ვაქცინაცია მოხდა 10:40 საათზე", - განაცხადა ადვოკატმა ნინო ამაღლობელმა.

შეგახსენებთ, 18 მარტს, ახალციხეში, კლინიკა ,"იმედში", ახალგაზრდა ექთანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, ,"ასტრაზენეკას" გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა.

მედდას, ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

27 წლის მეგი ბაქრაძე, ახალციხიდან კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანა.

ახალგაზრდა ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიება მიმდინარეობს.

7 აპრილს, მეგი ბაქრაძის საქმეზე პროკურატურამ ექიმებს ბრალი წარუდგინა.

დღეს კი, ბრალდებულებს – ვიოლეტა ინასარიძეს, თეა გზირიშვილსა და ბექა ლიპარტელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system