თავში

ავთანდილ წერეთლის ადვოკატი სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვს

ავთანდილ წერეთლის ადვოკატი სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვს
ავთანდილ წერეთლის ადვოკატი სასამართლო სხდომის გადადებას მოითხოვს

ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი, დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხდომის გადადების შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავთანდილ წერეთელი კლინიკაში რჩება და მკურნალობას განაგრძობს. სწორედ ამ მიზეზით ითხოვს სხდომის გადადებას. მისივე თქმით, პროცესზე შესაბამის სამედიცინო დოკუმენტს წარადგენს.

"რამდენიმე დღის წინ ვაცნობე პროკურატურას რომ დღეს ვაპირებთ შუამდგონლობის დაყენებას. ჩვენ სხდომის დაწყებისთანავე წარვადგენთ შესაბამის სამედიცინო დოკუმენტაციას და მოვითხოვთ პროცესის გადადებას. ავთანდილ წერეთელი ამ დროისთვისაც იმყოფება საავადმყოფოში და იმედი მაქვს, სასამართლო ჩემს შუამდგომლობას გაითვალისწინებს"- გქნაცხადა ადვოკატმა. 

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორის გიორგი მიქავას განცხადებით, შუამდგომლობის შინაარს გაეცნობიან და პოზიციას შემდეგ დააფიქსირებენ.

შეგახსენებთ, TV პირველის მფლობელის, ვახტანგ წერეთლის მამა, ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც შვილმა მამა სააბაზანოში, უგუნო მდგომარეობაში იპოვა. ვახტანგ წერეთლის თქმით, ავთანდილ წერეთელს გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ის მამის მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. მამის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ვატო წერეთელი იმ სასამართლო პროცესებს უკავშირებს, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მისი თქმით, 70 წლის ადამიანს, რომელსაც არაერთი ოპერაცია აქვს გადატანილი და სისტემატიურ მკურნალობას საჭიროებს, თითქმის ყოველდღე უწევს სასამართლოში სიარული.

ცნობისთვის, 27 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს აღკვეთის ღონისძიების სახით 500 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

პროკურატურა ბიზნესმენს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების - ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ავთანდილ წერეთელმა განაცხადა, რომ ის სასამართლოს მიერ მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 500 000-ლარიანი გირაოს გადახდას არ აპირებდა და გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა ავთანდილ წერეთლის სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. მოგვიანებით ბიზნესმენმა გირაო გადაიხადა.

რაც შეეხება საქმის მიგურანტებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, მათ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,  აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system