თავში

5 წელი და 3 თვე - ,,ქართუს" გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილის განაჩენი ცნობილია

5 წელი და 3 თვე - ,,ქართუს" გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილის განაჩენი ცნობილია
5 წელი და 3 თვე -  ,,ქართუს გაკოტრების საქმეზე ზურაბ ადეიშვილის განაჩენი ცნობილია

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. განაჩენი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. 

დღესვე „ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრ ნიკა მელიას 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

გარდა ამისა, მას ასევე დამატებით სასჯელად 2 წლით და 3 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა ბრალდებული ნიკა მელია.

„ბანკი ქართუს“ გაკოტრების საქმეზე, ნიკა მელიასა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი 2012 წელს წაუყენეს. ნიკა მელია მაშინ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა.

გამოძიება მელიასა და ადეიშვილს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ქონების გადამალვას ედავება. 

აღნიშნულ საქმეში ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system