თავში

ბაჩალიაშვილის ცხედარი ფეხსაცმელების გარეშე იპოვეს

ბაჩალიაშვილის ცხედარი ფეხსაცმელების გარეშე იპოვეს
ბაჩალიაშვილის ცხედარი ფეხსაცმელების გარეშე იპოვეს

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი, მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე საკუთარი ავტომობილში, ფეხსაცმელების გარეშე იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ,,ინფო რუსთავი" ავრცელებს. 

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც.

,,თამარს ნამდვილად არ ეცვა ფეხსაცმელები. მანქანაშია ნაპოვნი მისი ბოტასები", - აცხადებს რამიშვილი.

თუ რატომ არ ეცვა თამარ ბაჩალიაშვილს ფეხსაცმელი, როდესაც ის საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი ნახეს, ამასთან დაკავშირებით ადვოკატს ვერსიებზე საუბარი უჭირს.

ფეხსაცმელებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონდა არც გარდაცვლილი გოგოს დედას. 

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system