თავში

ბაჩალიაშვილის დედა: დღეს არის გადამწყვეტი დღე

ბაჩალიაშვილის დედა: დღეს არის გადამწყვეტი დღე
ბაჩალიაშვილის დედა: დღეს არის გადამწყვეტი დღე

"მგონია, რომ ერთი აგური დავდე სიმართლის დასადგენად. პასუხი მითხრეს, რომ მთავრობა უნდა ჩაერთოსო. დღეს არის გადამწყვეტი დღე, დაიდება მანქანისა და კომპიუტერის ექსპერტიზა,"- ამის შესახებ ამერიკის საელჩოში გამართული შეხვედრის შემდეგ, გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში აშშ-ის საელჩოში მათ განუცხადეს, რომ ელჩი კელი დეგნანი ამჟამად ადგილზე არ იმყოფება, თუმცა მათი მოთხოვნები აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია. 

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩოსთან ოჯახმა აქცია გამართა და ელჩ დეგნანთან შეხვედრა მოითხოვა, მათთან შესახვედრად საელჩოს წარმომადგენელი გამოვიდა, რომელმაც ისინი შენობაში შეიყვანა. შეხვედრაზე გარდაცვლილის დედა, მამა და ძმა იმყოფებოდნენ.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system