თავში

ბაჩალიაშვილის დედა დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება

ბაჩალიაშვილის დედა დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება
ბაჩალიაშვილის დედა დღეს გენერალურ პროკურორს შეხვდება

თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი დღეს გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდება.

თეონა თამაზაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორი მაია გოგორელიანი მას აბულინგებდა. მისივე განმარტებით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს. ასევე გამომძიებელი ინტერესდებოდა, თუ რა ჰონორარს უხდის ოჯახი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს, როგორ და რატომ მოხვდა ის ამ საქმეში.  

თამაზაშვილის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას გენერალურ პროკურორთან კითხვები ექნება. 

თამაზაშვილის საჯარო განცხადებების შემდეგ, საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system