თავში

ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი შსს-ში იმყოფებოდნენ

ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი შსს-ში იმყოფებოდნენ
ბაჩალიაშვილის მშობლები და ადვოკატი შსს-ში იმყოფებოდნენ

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა და ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტრო ცოტა ხნის წინ დატოვეს. 

როგორც თეონა თამაზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.

„ისევ მივიღეთ დაპირებები და მე ისევ მსურს გახარიასთან შეხვედრა. მინდა პირადად თვალებში ჩავხედო და მისგან საჯაროდ მივიღო დაპირება, რომ გამოძიებული იქნება ჩემი შვილის საქმე. გამოძიება ითხოვს ვადებს, გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეა, რაც საქმე გადაეცათ და დრო სჭირდებათ. არანაირი ინფორმაცია არ მიგვიღია სატელეფონო ანძებთან დაკავშირებითაც, მნიშვნელოვანი არაფერი უთქვამთ“, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system