თავში

ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მწერებსა და ბალახს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ბაჩალიაშვილის მანქანაში აღმოჩენილ მწერებსა და ბალახს ექსპერტიზა ჩაუტარდება

ამ წუთებში, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის წარმომადგენლები თამარ ბაჩალიაშვილის მანქანიდან ნიმუშებს განმეორებით იღებენ.

პროცედურას თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ოჯახის ადვოკატი ესწრება. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" ადვოკატის, ეკა ქობესაშვილის განმარტებით, დღეს მანქანაში აღმოჩენილი მწერებისა და ამავე მანქანაში ნაპოვნი ბალახის ექსპერტიზა ჩატარდება.

რაც შეეხება მისი განცხადებით მანქანაში აღმოჩენილ უცხო დეენემს, რომელიც პირბადეზე დაფიქსირდა, ადვოკატი ამბობს, რომ ოჯახი ელოდება პასუხს კითხვაზე, თუ ვის ეკუთვნის დეენემი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system