თავში

ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ის საელჩოში შეხვედრას მართავს

ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ის საელჩოში შეხვედრას მართავს
ბაჩალიაშვილის ოჯახი აშშ-ის საელჩოში შეხვედრას მართავს

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შეერთებული შტატების საელჩოს შეხვედრას მართავს. მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩოსთან ოჯახმა აქცია გამართა და ელჩ დეგნანთან შეხვედრა მოითხოვა, მათთან შესახვედრად საელჩოს წარმომადგენელი გამოვიდა. უცნობია, თუ კონკრეტულად ვინ ხვდება ბაჩალიაშვილის ოჯახს. შეხვედრაზე გარდაცვლილის დედა, მამა და ძმა იმყოფება.  

როგორც აქციაზე ბაჩალიაშვილის დედამ განაცხადა, ის საქმის გამოძიებაში FBI-ს ჩართვას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას გეგმავს. 

"პირადად მე ამ საელჩოს წინ ვაპირებ შიმშილობის დაწყებას. ველოდები 3 დღის მანძილზე, გაგზავნილია წერილი ოფიციალურად. თუ არ მოხდება FBI-ის ჩართულობა, მე პირადად დავჯდები აქ და დავიწყებ შიმშილობას,  ჩემი შვილი მოკლა სამმა მაღალჩინოსანმა, გვივარდებიან სახლში და გვიხოცავენ შვილებს, ეს ასე არ გაგრძელდება. არ გავჩერდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე. ეს არის ხელისუფლების ბრალი და ჩამოინგრევა მალე"- განაცხადა ბაჩალიაშვილის მამამ.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system