თავში

ბაჩალიაშვილის ოჯახი კამერების ახალ ჩანაწერებზე საუბრობს

ბაჩალიაშვილის ოჯახი კამერების ახალ ჩანაწერებზე საუბრობს
ბაჩალიაშვილის ოჯახი კამერების ახალ ჩანაწერებზე საუბრობს

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას და კომპლექსურ ექსპერტიზას ითხოვს.

გარდაცვლილის მშობლები ადვოკატთან ერთად გუშინ შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდნენ. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი და ადვოკატი კამერების ახალ ჩანაწერებზე საუბრობენ, რომელმაც, მათი თქმით, შესაძლოა, ბევრი ახალი გარემოება გამოკვეთოს.

"პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ ბრძანა, რომ გამოძიება იქნებოდა ობიექტური. აუცილებლად იქნებოდა გამოძიებული, თუ რას და ვის ემსხვერპლა და მისი სიცოცხლე რას შეეწირა. 

14 ვიდეოკამერის სათვალთვალო ჩანაწერი ჰქონდა გამოთხოვილი გამოძიებას, როდესაც სამძებრო მოქმედებები მიმდინარეობდა. ხოლო როდესაც მე ჩავერთე და დავათვალიერე ის ადგილები, სადაც გადაადგილდებოდა თამარი, აღმოჩნდა კიდევ 50 სათვალთვალო ვიდეო და მოვითხოვე ამ ჩანაწერების ამოღება," - განაცხადა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, გამოძიებამ გუშინ ახალი ჩანაწერები ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებები დღეს სოფელ ტბისში მიმდინარეობდა.

სამართალდამცველებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები საკალმახე ,,ადმირალიდან" ამოიღეს. აღნიშნული საკალმახე იმ ადგილიდან, სადაც ბაჩალიაშვილის ცხედარი იპოვეს, დაახლოებით ხუთი კილომეტრით არის დაშორებული.

ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ახალმა კადრებმა, გადაადგილების მარშრუტებისა და დროების განსაზღვრაში, შესაძლოა, მეტი სიცხადე შეიტანოს.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ოჯახის მოთხოვნით, საქმის გამოძიებას თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system