თავში

ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-სთან ურთიერთობას წყვეტს

ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-სთან ურთიერთობას წყვეტს

გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობაზე უარს აცხადებს. ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი ითხოვს, რომ საქმის მასალები შსს-დან პროკურატურას გადაეცეს და საგამოძიებო პროცესიც პროკურატურამ წარმართოს.

თამაზაშვილი ირაკლი შოთაძის უწყებიდან პასუხს ორშაბათს ელოდება. 

როგორც თეონა თამაზაშვილი აცხადებს, მას თავიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსადმიც ჰქონდა ნდობა, თუმცა ეს ნდობა გაქრა. 

"მე შოთაძეს ვუთხარი გუშინდელ შეხვედრაზე, რომ აღარ ვაპირებ შსს-ში მისვლას და მათი სახეების ყურებას. ისე იქცევიან, თითქოს თამარმა თავი მოიკლა. შემოვარდნენ და მეუბნებოდნენ, აი, სამეგრელოში თამარის მსგავსი სცენარის მიხედვით სცადა გოგომ თავის მოკვლაო. ესეიგი, გამოიძიეს ჩემი შვილის საქმე და დაასკვნეს, რომ თავი მოიკლა?
შოთაძეს ვუთხარი, რომ პროკურატურამ გადაიბაროს. მითხრა, დრო მჭირდებაო. დამპირდა, რომ დაუკავშირდება შსს-ს ამ საკითხზე. ალბათ არ უნდა ურთიერთობის დაძაბვა სახელმწიფო უწყებასთან. პასუხს ორშაბათს ველოდები"
- განაცხადა თეონა თამაზაშვილმა. 

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს უკვე მესამედ ორშაბათს შეხვდება. სავარაუდოდ, სწორედ ამ აუდიენციის ფარგლებში გააცნობენ ოჯახს სოციალურ ქსელებიდან აღდგენილ მასალებს, რაც გამოძიებამ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system