თავში

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თეთრიწყაროს ტყეში იმყოფებიან

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თეთრიწყაროს ტყეში იმყოფებიან
ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თეთრიწყაროს ტყეში იმყოფებიან

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები ცდილობენ დაადგინონ გზა, რომლითაც, მათი ვერსიით, ახალგაზრდა გოგოს ავტომობილი, შემთხვევის ადგილზე მიიტანეს. ამისთვის ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველები, ამ წუთებში, თეთრიწყაროს ტყეში იმყოფებიან.

თეთრიწყაროში გამგზავრებამდე, ისინი პროკურატურაში იმყოფებოდნენ. 

"ჩემს ავტომობილში არის საქმეს რაც სჭირდება, ისეთი რამ, თორემ რამე ცუდი კი არ კეთდება. პირიქით, საქმისთვის კარგი რაღაცა უნდა გაკეთდეს.

ჩვენ ახლა გასაუბრება გვქონდა გამომძიებლებთან პროკურატურაში. მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, რა გაკეთდა ალგეთში ყოფნისას, მივაწოდეთ ინფორმაცია, რაც მოვიპოვეთ, რაც გავაკეთეთ და შესაბამისად, ახლა გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რასაც ჩვენ დღეს ვაპირებთ, რომ მერე ამას ოფიციალური სახე მიეცეს და ყველაფერი მოპოვებული, გადამოწმებული იქნას," - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, წამლების ანოტაცია, გამოძიების მიერ იქნა ამოღებული და ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სისხლის სამართლის საქმეს დაერთო.

"მიხეილ რამიშვილი იმყოფებოდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კონკრეტულ ლოკაციაზე, საიდანაც წარმოადგინა, მისი აზრით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე წამლების ანოტაცია, რაც, ბუნებრივია, ამოღებულ იქნა გამოძიების მიერ, დაერთო სისხლის სამართლის საქმეს შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით.

ახლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ ლოკაციას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლოკაციას არანაირი შემხებლობა არა აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან და არც ერთი საქმეში არსებული მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა ამ კონკრეტულ ადგილზე, მიუხედავად ამისა ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიების ფარგლებში დაიგეგმა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება და მიხეილ რამიშვილს შეეთავაზა მონაწილეობა მიიღოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში," - აღნიშნა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.

ადვოკატებს არ სჯერათ, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და მათი აზრით იკვეთება კონკრეტული დანაშაულის ნიშნები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system