თავში

ბაჩალიაშვილის საქმეში გრიფით "საიდუმლო" მასალები გამოჩნდა - EXCLUSIVE

ბაჩალიაშვილის საქმეში გრიფით "საიდუმლო" მასალები გამოჩნდა - EXCLUSIVE
ბაჩალიაშვილის საქმეში გრიფით საიდუმლო მასალები გამოჩნდა - EXCLUSIVE

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების შესახებ საქმის გრიფით "საიდუმლო" მასალა გამოჩნდა. ამის შესახებ Report.ge-ს ინფრომაცია ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა მიაწოდა.

მიხეილ რამიშვილისთვის უცნობია, რატომ ატარებს საქმეში გარკვეული ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსს. მისივე ინფორმაციით, საქმეში ასეთი გრიფით მინიმუმ 3 ტომი დევს. 

ადვოკატი ამბობს, რომ მან უკვე მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

"საქმის მასალებში სამი ან მეტი ტომია გრიფით "საიდუმლო", მივმართეთ პროკურატურას შუამდგომლობით, მაგრამ დღემდე ველოდებით პასუხს. გვსურს გავეცნოთ ამ ინფორმაციას. სახელმწიფო მნიშვნელობის ინფორმაცია არის და რა მოიკვლიეს ჩემთვის უცნობია", - განუცხადა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, მას ჯერ კიდევ არ მიუღია პროკურატურისგან პასუხები სხვა მნიშნველოვან საკითხებთან დაკავშირებითაც. 

"ველოდებით ინფორმაციას "ვილა ალგეთში" აღმოჩენილ საეჭვო ნივთებთან დაკავშირებით, მწერებთან და აღმოჩენილ სისხლის წვეთებთან დაკავშირებით. ველოდებით ასევე ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ და დანიშნულია. გარდა ამისა, აშშ-დან ველოდებით Facebook-ის ინფორმაციას გადაადგილების მიმართულებების შესახებაც," - აღნიშნა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system