თავში

ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელოს

ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელოს
ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლომ იმსჯელოს

გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები შესაძლოა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდეს.

საუბარია ადვოკატ მიხეილ რამიშვილის დაკითხვასა და მისი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ გაცემულ განჩინებაზე. როგორც უფლებადამცველმა, ლია მუხაშავრიამ Report.ge-ის განუცხადა, აღნიშნული განჩინება სრულიად უკანონო იყო, რადგან ადვოკატს საქმიანობაში ხელი შეეშალა. ამასთან, მიხეილ რამიშვილი მზად იყო საკუთარი ნებით დახმარებოდა გამოძიებას და კონკრეტულ ეპიზოდთან დაკავშირებული მასალები გადაეცა. ამის ნაცვლად კი, პროკურატურამ რამიშვილის ტელეფონის ფაილები სრულად გადაწერა. 

"სასამართლომ გამოიტანა სრულიად უკანონო განჩინება, როდესაც მიშა რამიშვილს დაევალა მოწმის სტატუსით დაკითხულიყო იმ საქმეზე, რომელზეც ის ასრულებს ადვოკატის მოვალეობას და მისი ტელეფონი ყოფილიყო დათვალიერებული. რეალურად კი არ დათვალიერდა, მთელი მონაცემები იქნა გადაწერილი. ეს უკვე უკანონო იყო. მიშა რამიშვილის ტელეფონის დათვალიერება უნდა ყოფილიყო უკანასკნელი ღონისძიება, ამასთან მიხეილი გამოძიებასთან თანამშრომლობდა. სწორედ მან მიაწოდა ის ინფორმაცია, რომ კონკრეტულმა ადამიანმა მას სატელიტების ფოტოები გადასცა. ის მზად იყო გადაეცა ეს კონკრეტული ინფორმაცია. ამის მაგივრად ადგნენ და ტელეფონში არსებული მთელი ინფორმაცია გადაწერეს", - აცხადებს მუხაშვარია. 

როგორც უფლებადამცველმა Report.ge-ისთან განმარტა, ამ ღონისძიების მიზეზი სავარაუდოდ ის იყო, რომ ეკა ქობესაშვილი და მიშა რამიშვილი საქმიდან ჩამოეცილებინათ, რადგან მათ შეძლეს და აღმოაჩინეს "ვილა ალგეთის"  ტერიტორიაზე საეჭვო გარემოებები. 

"ჩემი ვარაუდით, მათ უნდათ ჩამოაცილონ ეკა ქობესაშვილი და მიშა რამიშვილი საქმეს, რადგან მას შემდეგ რაც მათ მიაკვლიეს "ვილა ალგეთს" და იქ რაღაცეები აღმოაჩინეს ამის შემდეგ დაიწყო ეს ამბავი. ამასთან, მანამდეც იყო ოჯახზე ზეწოლისმცდელობები ოჯახზე. ეუბნებოდნენ რამდენი გადაუხადეთ და რატო აიყვანეთ მაინცდამაინც ეს ადვოკატიო. ეკა ქობესაშვილის ჩართვის შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა ზეწოლა", - ამბობს ლია მუხაშვარია. 

შეგახსენებთ, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, ფურცხვანიძემ გარკვეული ფოტო-მასალ მიაწოდა, რომელიც მისი მტკიცებით, სატელიტის მიერ არის გადაღებული და იმ ადგილს, ასახავს, სადაც ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოაჩინეს. რამიშვილი აცხადებს, რომ ფოტოები 19 ივნისით თარიღდება და ჩანს, რომ იმ დღეს, თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მაწევანის ტყეში არ დგას.

დავით ფურცვანიძე, რომელმაც რამიშვილს აღნიშნული ფოტოები მიაწოდა, დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც მტკიცებულებათა ფალსიფიკაციასა და პირადი მოტივით მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 6 წლამდე პატიმორობას ითვალისწინებს.

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს პროკურატურამ მობილური ტელეფონი ჩამოართვა. როგორც საქმის პროკურორმა დავით გურგენიძემ განაცხადა, რამიშვილის ტელეფონი საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს, რადგან მასში დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციისა და სატელიტის ფოტოების მოპოვებასთან დაკავშირებით ინფორმაცია არსებობს. რამიშვილი ფურცხვანიძის მიერ მიწოდებული მასალების საქმეზე მტკიცებულების სახით დართვას ითხოვდა, თუმცა პროკურატურამ განაცხადა, რომ სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები ყალბია.

რამიშვილი მომხდარს მის პირად სივრცეში შეჭრად აფასებს. როგორც მან აღნიშნა, სასამართლოს განჩინებაში ეწერა, რომ ექსპერტიზა მხოლოდ დავით ფურცხვანიძესთან დაკავშირებულ მიმოწერას ნახავდა, თუმცა მობილურში სხვა ინფორმაციის კლონირებაც გააკეთეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system