თავში

ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე გათავისუფლებულია

ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე გათავისუფლებულია
ბაჩალიაშვილის საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძე გათავისუფლებულია

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ცრუ ცვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული დავით ფურცხვანიძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.  

გენერალური პროკურატურა აცხადებს, რომ ვინაიდან დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით ფურცხვანიძეს 7 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. მასვე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე“, – აცხადებენ პროკურატურაში.

გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, ეს ფაქტი დამატებით კითხვებს აჩენს. 

"ეს იყო გამიზნული, რომ გადაეფარათ ბაჩალიაშვილის საქმე და მეორედ მომხდარიყო ჩემი დისკრედიტაცია. გამოძიება იძიებს იმას რასაც ყურადღება არ უნდა მიაქციონ და არ იძიებს იმას, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოს",- აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

დავით ფურცხვანიძე 25 სექტემბერს დააკავეს.თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს იმ ადგილის სატელიტური ფოტოები მიაწოდა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტი იპოვეს. მოგვიანებით პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული ე.წ სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system