თავში

"ბაჩალიაშვილის საქმეზე დამიბარეს პროკურატურაში, დასერჩვა დანაშაული ყოფილა"

"ბაჩალიაშვილის საქმეზე დამიბარეს პროკურატურაში, დასერჩვა დანაშაული ყოფილა"
ბაჩალიაშვილის საქმეზე დამიბარეს პროკურატურაში, დასერჩვა დანაშაული ყოფილა

სოციალურ ქსელში პროგრამისტი გიორგი ლუბარეცი წერს, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. მისივე განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა. 

ლუბრარეცი ამავე პოსტის კომენტარებში განმარტავს, რომ ინფორმაციას საჯარო რეესტრის სააგენტოს ვებგვერდზეც ეძებდა, საიდანაც მისი IP მისამართი დაადგინეს და გამოკითხვაზე დაიბარეს. 

"ბაჩალიაშვილის საქმეზე დამიბარეს პროკურატურაში.

სანამ ჯერ კიდევ დაკარგული იყო, ვსერჩავდი ხოლმე რაღაცებს. იქნებ რამე ახალი მეპოვა და მალე აღმოეჩინათ თამარიც.

ჰოდა დასერჩილი გქონია რაღაცები და ამიტომ ტელეფონი უნდა წაგართვათ, გავხსნათ, ჩატები, ზარები, მესიჯები, სურათები და შენი პირადი ინფორმაცია უნდა ამოვიღოთო.

დასერჩვა დანაშაული ყოფილა თურმე. ასეთ საგიჟეთში ვცხოვრობთ" - წერს ის. 

report.ge ინფორმაციის გადამოწმებას და დეტალების დაზუსტებას პროკურატურასთან ცდილობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system