თავში

ბაჩალიაშვილის საქმეზე ფურცხვანიძის დაკითხვის დეტალები პროკურორმა გაასაჯაროვა

მეზე ფურცხვანიძის დაკითხვის დეტალები პროკურორმა გაასაჯაროვა
ბაჩალიაშვილის საქმეზე ფურცხვანიძის დაკითხვის დეტალები პროკურორმა გაასაჯაროვა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტომასალის შესახებ დავით ფურცხვანიძე გამოიკითხა. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცედურა მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით წარიმართა. საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე ამბობს, რომ ფურცხვანიძის თქმით, ფოტოები გადასცა ადამიანმა, რომელიც პირადად არ უნახავს. 

„ამ პირმა ფოტოსურათები ადვოკატ მიხეილ რამიშვილს მისცა. მას კონკრეტული წყაროს დასახელება მოვთხოვეთ, თუმცა დაგვისახელა პირი, რომელიც პირადად არასოდეს არ ჰყავს ნანახი და ამბობს, რომ ამ პირთან კავშირი სოციალურ ქსელში ჰქონდა, თუმცა სხვა მაიდენტიფიცირებული მონაცემები გამოძიებას ვერ დაუსახელა. თქვა, რომ ეს შესაძლებელია, ტელეფონში ჰქონდეს, მაგრამ რატომღაც, ტელეფონი ერთი კვირის წინ დაუზიანდა და ინფორმაციას იქაც ვერ მოიძიებს", - განაცხადა პროკურორმა. 

მისივე თქმით, მეორე საკითხზე, სადაც იარაღით ვაჭრობის საკითხი იყო განხილული, ფურცხვანიძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ აგვისტოს ბოლო პერიოდში, მის მიერ ჩატარებული კვლევები გადაუგზავნა თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს, რაზეც ამ ქალბატონმა 30 აგვისტოს განცხადება გააკეთა, რომ მისი შვილის გარდაცვალება უკავშირდებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობას.

"რაც შეეხება ყარაბაღის ხსენებას, ფურცხვანიძემ განმარტა, რომ კონკრეტულად, ყარაბაღში იარაღით უკანონო ვაჭრობა არ უხსენებია და როგორც იცის, თეონა თამაზაშვილს ეს ინფორმაცია „ფორმულას“ ჟურნალისტმა, დავით ქაშიაშვილმა მიაწოდა. თავად დაადასტურა ის ფაქტი, რომ კვლევა ჩატარდა, რაც თეონა თამაზაშვილს აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნა, უკავშირდებოდა სამხრეთ კავკასიაში სპეცსამსახურების ომს იარაღთან დაკავშირებით და ეს შეეხებოდა კონკრეტულად იარაღით, უკანონოდ ვაჭრობის შედეგად ფულის გათეთრების სქემას, სადაც ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილი. ფურცხვანიძეს ასეთი კვლევა აქვს ჩატარებული, რაც შეეხება ყარაბაღის ნაწილს. დაგვიდასტურა, რომ ეს ინფორმაცია ოჯახს დავით ქაშიაშვილმა მიაწოდა", - აცხადებს პროკურორი.

მისივე განცხადებით, დავით ფუცხვანიძის მიერ დასახელებული პირის რეალურობა ეჭვქვეშ დგას. პროკურორი ამბობს, რომ დღეს გამოძიებამ ვერ დაადგინა წყარო, საიდანაც ფურცხვანიძემ ინფორმაცია მიიღო. ფურცხვანიძემ ინფორმაცია, რადგან ის კითხვებს თავს არიდებდა.

„ამ ფაქტზე გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება, შესწავლილი იქნება, როგორც ფურცხვანიძის ქმედებები, ასევე სხვა დაინტერესებული პირების, ვინც ამ საქმეში ჩართულია. თემა – იარაღით ვაჭრობა, ფულის გათეთრება და ა.შ. და მასთან ბაჩალიაშვილის კავშირი, სხვადასხვა პირის მიერ არაერთხელ გავრცელდა და ჩვენს მიერ დეტალური შესწავლა მოხდება, რა როლი მიუძღვის ამ საკითხში დავით ფურცხვანიძეს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ამასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ფოტოები ყალბია, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system