თავში

ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ report.ge-ს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს. 

"გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას" - აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფნისას პროკურორი მაია გოგორელიანი მას აბულინგებდა. მისივე განმარტებით, პროკურორს აინტერესებდა, თუ როგორ მოხვდა ერთ-ერთ ჟურნალისტთან მედიაში გავრცელებული წერილი, რომელიც შესაძლოა, თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნოდეს. ასევე გამომძიებელი ინტერესდებოდა, თუ რა ჰონორარს უხდის ოჯახი ადვოკატ მიხეილ რამიშვილს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system