თავში

ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეომასალას ავრცელებს - VIDEO

ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეომასალას ავრცელებს
ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა ვიდეომასალას ავრცელებს - VIDEO

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილ ვიდეომასალას ასაჯაროვებს.

როგორც უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განმარტეს, ვიდეომასალაში აღნიშნულია, თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ.

„საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი უტყუარად ადასტურებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, წამოგიდგენთ გამოძიების მიმდინარეობის დროს მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილ ვიდეომასალას, რომელშიც დეტალურად არის გადმოცემული თამარ ბაჩალიაშვილის ბოლო პერიოდის მოქმედებები და მისი გადაადგილება, ასევე ინფორმაცია მის მიერ თვითმკვლელობის განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა გარემოებების შესახებ", - აღნიშნეს პროკურატურაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system