თავში

ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები - ადვოკატის კომენტარი

ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები - ადვოკატის კომენტარი
ბაჩალიაშვილის საქმის ახალი დეტალები - ადვოკატის კომენტარი

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში ძალიან ბევრი დარღვევაა, ასევე იკვეთება ახალი დეტალები, რომელიც გადამოწმებას საჭიროებს, რის გამოც ჩვენ გამოძიების ხელახლა დაწყებას ვითხოვთ, - ამის შესახებ Report.ge-ს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

რამიშვილის თქმით, გამოჩნდა ახალი მიმოწერა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მეგობარს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ ესაუბრება.  

მისივე თქმით, ეს ადამიანი მზად არის, გამოძიებას ადვოკატის თანდასწრებით მიაწოდოს ინფორმაცია. 

"საქმეში ძალიან ბევრი დარღვევაა, გარდა ამისა, არის გარკვეული მიმოწერა, რომელზეც გამოძიებამ უნდა იმოქმედოს. წინასარ დეტალებზე საუბარი არ შემიძლია, რადგან ჯერ უნდა გადამოწმდეს ეს ყველაფერი და შემდეგ, გამოძიებამ უნდა იმოქმედოს შესაბამისად. აღნიშნულ მიმოწერაში, თამარსა და მეგობარს შორის, მოსალოდნელი საფრთხების შესახებ არის საუბარი. ეს ადამიანი მზად არის გამოძიებას ადვოკატის თანდასწრებით მიაწოდოს ინფორმაცია. ჩვენ ასევე ვითხოვთ, გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების გაუქმებასა და გამოძიების ხელახლა დაწყებას", - განუცხადა Report.ge-ს მიხეილ რამიშვილმა. 

ცნობისთვის, პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება დასრულდა და დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბაჩალიაშვილის ოჯახი ადვოკატებთან ერთად პროკურატურაში საქმის მასალების გასაცნობად იყო დაბარებული.

15 დეკემბერს, ოჯახის ადვოკატი, report.ge-სთან საუბარში აცხადებდა, რომ შესაძლოა, საგამოძიებო უწყებამ, თვითკვლელობამდე მიყვანის მუხლით, საქმე დასასრულისკენ წაიყვანოს. მიხეილ რამიშვილის თქმით, ექსპერტიზის დასკვნა მითითებებით არის შესრულებული და მრავალჯერ შეცვლილ, უსაფუძვლო ჩვენებებს ეყრდნობა.

შეგახსენებთ, ფონიჭალიდან გაუჩინარებული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი, 4 დღის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

18 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, განაცხადეს, რომ გვამის გამოკვლევისა და საქმის მასალების შეჯამების შედეგად სიკვდილის მიზეზი, მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ოჯახს, გამოძიების ვერსიის არ სჯერა. თეონა თამაზაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილი მოკლულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system