თავში

ბაჩალიაშვილის სავარაუდო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტი შსს-ში დაიბარეს

ბაჩალიაშვილის სავარაუდო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტი შსს-ში დაიბარეს
ბაჩალიაშვილის სავარაუდო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ ჟურნალისტი შსს-ში დაიბარეს

ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. მისი ინფორმაციით, უწყებაში დღეს გავრცელებული წერილის გამო დაიბარეს. 

“შსს-ში, გულუას ქუჩაზე დამიბარეს გამოკითხვაზე, დღეს, 20:30-ზე, ჩემს მიერ თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ გამოქვეყნებული პოსტის გამო, სადაც საუბარია იმ ჩანაწერზე, რომელიც მან სავარაუდოდ, გარდაცვალებამდე მცირე ხნის წინ გააკეთა და რომელიც მშობლების თანხმობით გამოვაქვეყნე" - წერს კაპანაძე.

ცნობისთვის, დღეს გიორგი კაპანაძემ ბაჩალიაშვილის საქმეში არსებული ერთ-ერთო ჩანაწერი გამოაქვეყნა.

"გამოძიებისთვის უცნობი ახალი ფაქტები მოვიპოვეთ თამარ ბაჩალიშვილის საქმიდან, რომელთაგან ამ ეტაპზე ჯერ მხოლოდ ერთს ვასაჯაროვებ,"- ამის სესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე წერს.

პირადად მე, უძლური ვარ მის წინაშე” - ეს არის თამარ ბაჩალიაშვილის ერთერთი ბოლო ფრაზა, რომელიც მან ფურცელზე დაწერა. აქვე წერია ციფრი - “15”...
ვის წინაშე ან რატომ იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი უძლური?
რა ინფორმაცია ჩაუვარდა მას ხელში?
"- წერს კაპანაძე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system