თავში

ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო 

ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო 
ბადრი ესებუას საქმის არსებითი განხილვა გადაიდო 

"საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტზე ბრალდებული ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ბადრი ესებუას სისხლის სამართლის საქმის განხილვა დღეს დაიწყო.

აღნიშნულ პროცესზე ბრალდების მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ითხოვს.

დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ საქმეში არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება. მათი თქმით, ფონოსკოპიური და ბალისტიკური ექსპერტიზების დასკვნა არ არის საკმარისი ესებუასთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

"ბრალიც წარდგენილი აქვს ესებუას და აღკვეთის ღონისძიებაც შეფარდებული აქვს. დღეს იყო მთავარი სხდომა და გავიარეთ შესავალი სიტყვები. მტკიცებულებები არ გამოგვიკვლევია, რადგან პროკურორმა მოწმეები არ მოიყვანა

პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო, ეს იმას ნიშნავს, რომ თარიღი არ გვითხრა. სხდომა შეიძლება ჩაინიშნოს აპრილის დასაწყისში. გადატვირთულობის გამო სასამართლო პრიორიტეტს ანიჭებს საპატიმრო საქმეებს, ეს კაცი არ არის დაკავებული, ამიტომ საპატიმრო საქმეები მიაჩნია პრიორიტეტულად",- განაცხადა ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ report.ge-სთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებებიამ დრომდე გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system