თავში

ბადრი ესებუას ძმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ბადრი ესებუას ძმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა
ბადრი ესებუას ძმა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუას აღმკვეთი ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

სასამართლოზე დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დაკავებულის გათავისუფლებას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

ბიძინა ესებუას უფლებადამცველი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება. მათი განცხადებით, ესებუა უდანაშაულოა, დაკავება კი მის ძმაზე, ბადრი ესებუაზე ზეწოლის მიზნით მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ძებნილი ბადრი ესებუას ძმა სამართალდამცველებმა შაბათს დააკავეს. მისი ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო მასალა, საძილე ტომარა, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები. არსებობს ვერსია, რომ ბიძინა ესებუას კონტაქტი ჰქონდა ყაჩაღურ თავდასხმაში მხილებულ ბადრი ესებუასთან

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system