თავში

ბადრი ესებუას ძმას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბადრი ესებუას ძმას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ბადრი ესებუას ძმას 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.

ადვოკატის, სოსო ჯანაშიას ინფორმაციით, ბიძინა ესებუაზე დაკისრებული სახდელი მინიმალური სასჯელია, თუმცა, მისივე თქმით, ესებუა უდანაშაულოა და მხოლოდ იმიტომ არის დაკავებული, რომ ბადრი ესებუას ძმაა. ჯანაშიას თქმით, დაცვის მხარე მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

ცნობისთვის, ძებნილი ბადრი ესებუას ძმა სამართალდამცველებმა 14 იანვარს დააკავეს. ბიძინა ესებუას ავტომობილის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია საბრძოლო მასალა, საძილე ტომარა, ტანსაცმელი და საკვები პროდუქტები. არსებობს ვერსია, რომ ბიძინა ესებუას კონტაქტი ჰქონდა ყაჩაღურ თავდასხმაში მხილებულ ბადრი ესებუასთან.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 21 ოქტომბერს, "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალში შეიარღებული პირი შევიდა და მძევლად 43 ადამიანი აიყვანა. ის ვერტმფრენს, უსაფრთხოების კორიდორსა და 500 000 დოლარს ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

გვიან ღამით გამტაცებელმა სამ მძევალთან და 500 000 დოლართან ერთად დატოვა შენობა. სამივე მძევალი მან გამთენიისას გაათავისუფლა და მიიმალა.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, ყველა მძევლის გათავისუფლების შესახებ.

შსს-ს ინფორმაციით, ,,საქართველოს ბანკზე", შეიარაღებული თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია და ის 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმე ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system