თავში

ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები - გომელაური

ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები - გომელაური
ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები - გომელაური

„ბადრი ესებუას ძმას გადაჰქონდა აკრძალული ნივთები, რა დროსაც დავაკავეთ“,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვახტანგ გომელაურმა სამინისტროს მიერ 2020 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ საკითხზე ღიად ვერ ისაუბრებს.

"ვმუშაობთ. მოხდა ბადრი ესებუას ძმის დაკავება, რომელიც მას ეხმარებოდა და გადაჰქონდა ტვირთი, რომელშიც აკრძალული ნივთები იყო. გამოძიება მიმდინარეობს და ღიად ვერ ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ბოდიშს გიხდით,"-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system