თავში

ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს - შსს განცხადებისთვის ემზადება

ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს - შსს განცხადებისთვის ემზადება
ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს - შსს განცხადებისთვის ემზადება

ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიში, ბადრი ესებუას სახლში ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობს. ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი და სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი. 

"საქართველოს ბანკზე" თავდასხმის საქმეზე ზუგდიდის სამხარეო პოლიციის სამმართველოში განცხადება გაკეთდება.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრიფინგი 20:00 საათზე ჩაინიშნა. განცხადებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძე გააკეთებს.

უწყებაში დამატებით დეტალებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ და ამ დროისთვის უცნობია, დაკავებულია თუ არა ბანკზე თავდამსხმელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system