თავში

ბადრი ჯაფარიძე: პროკურატურა მოწმეს აბულინგებდა

ბადრი ჯაფარიძე: პროკურატურა მოწმეს აბულინგებდა
ბადრი ჯაფარიძე: პროკურატურა მოწმეს აბულინგებდა

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. როგორც პროცესის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა "პროკურატურა აბულინგებდა მოწმეს".

ჯაფარიძე დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მიერ მოწმის სახით წარმოდგენილ, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის აკაკი გელაზონიას მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით მან ნახა პროკურატურის მხრიდან მოწმე გელაზონიას გამოყენების მცდელობა, რომელიც ვერ შედგა.

„ახალი ვერ იქნებოდა, იმიტომ, რომ არ არსებობს ისეთი რამ, რასაც პროკურატურა გვედავება. შესაბამისად, ეს იყო ეროვნული ბანკის, ერთ-ერთი მოხელის აქტის წაკითხვა. სიტყვა უკანონობა მას არ უხსენებია, რადგან არ არსებობს ასეთი რამ. შესაბამისად, კიდევ იყო მცდელობა და ეს სულ გრძელდება ამ პროკურორების მხრიდან ფაქტების დამალვის, ფაბრიკაციის, არა სიმართლის დადგენის, არამედ როგორღაც თავიანთი მოგონილი ბრალდების ხაზის წაყვანის. რა თქმა უნდა, დღეს, მოწმეს არაფერი უთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაული იყო ჩადენილი. ვერ იტყოდა, იმიტომ, რომ ასეთი რამე არ არსებობს. უბრალოდ, ხდებოდა მისი წარმოჩენა, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი მოწმის. სინამდვილეში ჩვენ ვნახეთ ერთ-ერთი მოხელის მიერ წაკითხული შემოწმების აქტი, სადაც საუბარი იყო ინტერესთა კონფლიქტზე, ჯარიმაზე, რომელსაც თავის დროზე ბანკი არ ეთანხმებოდა. ჩვენი მხრიდან იყო ბევრი შეკითხვა, რაზეც პასუხი ვერ გაგვცა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system