თავში

ბანკში ცემის გამო, მოქალაქეს მორალური და მატერიალური ზიანი აუნაზღაურდა

ბანკში ცემის გამო, მოქალაქეს მორალური და მატერიალური ზიანი აუნაზღაურდა
ბანკში ცემის გამო, მოქალაქეს მორალური და მატერიალური ზიანი აუნაზღაურდა

მოქალაქე ზვიად გოგიაშვილს, TBC ბანკსა და ბანკის სესხების ყოფილ ექსპერტ მ.კ.-ს შორის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით წარმოებული დავა მორიგების საფუძველზე დასრულდა. 

ნაცემი მოქალაქე ბანკისგან 30 ათას ლარს მოითხოვდა.

დაზარალებულს ერთჯერადი კომპენსაცია ბანკის ყოფილმა თანამშრომელმა აუნაზღაურა, ბანკმა კი ზვიად გოგიაშვილის მიმართ არსებული გარკვეული საკრედიტო ვალდებულებების მოთხოვნაზე უარი თქვა.

ზვიად გოგიაშვილმა უარი თქვა სარჩელზე და ს.ს. „თიბისი ბანკისა“ და ბანკის სესხების ყოფილი ექსპერტის მიმართ წინამდებარე დავის საგნის ირგვლივ ქონებრივი ან სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე, დავის საგნის ირგვლივ ყოველგვარ მოთხოვნაზე, საჩივარზე, სარჩელზე, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოებში, საქართველოს პოლიციაში, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, არბიტრაჟში, ისე, ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 

საქმის შეწყვეტის შესახებ განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2020 წლის 16 მარტს მიიღო, რომელიც უკვე შევიდა კანონიერ ძალაში.

ზვიად გოგიაშვილმა სასამართლოს სარჩელით 2019 წლის 27 აგვისტოს მიმართა. საქმე მოსამართლე ლია ავალიშვილმა განიხილა. მოქალაქის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი არჩილ კაიკაციშვილი იცავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system