თავში

ბარ "სკარპას" მფლობელსა და თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ

ბარ "სკარპას" მფლობელსა და თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ
ბარ სკარპას მფლობელსა და თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდათ

ტურისტებისგან თანხების თაღლითურად დაუფლების ბრალდებით დაკავებულ, კაფე-ბარ „სკარპას“ მფლობელსა და ამავე ბარის მიმტანს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

საქმის პროკურორები დაკავებულებისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდნენ.

ორივე დაკავებულს ბრალი თანხების თაღლითური გზით დაუფლებისთვის და ქურდობის ბრალდებით აქვს წარდგენილი.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული კლუბის მფლობელის დავალებით, მომსახურე პერსონალი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის განსხვავებულ მენიუს და გაზრდილ ტარიფებს აწესებდა. შედეგად კი, ისინი არარეალურად მაღალ გადასახადს იხდიდნენ. გამოძიების ცნობითვე, ფიქსირდება ეპიზოდი, როდესაც ალკოჰოლური თრობის შემდეგ ჩინელმა ტურისტმა გონება დაკარგა და მისი ანგარიშიდან ამ ბარის ანგარიშზე 15 000 ლარი გადაირიცხა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system