თავში

"ბარის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში ვიყავი, როცა თანხა მოხსნეს" - ტურისტი ძარცვის დეტალებს იხსენებს

"ბარის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში ვიყავი, როცა თანხა მოხსნეს" - ტურისტი ძარცვის დეტალებს იხსენებს
ბარის საპირფარეშოში უგონო მდგომარეობაში ვიყავი, როცა თანხა მოხსნეს - ტურისტი ძარცვის დეტალებს იხსენებს

ჩინელი ტურისტი, რომელიც თბილისში თაღლითური სქემის მსხვერპლი გახდა, მომხდარის დეტალებს იხსენებს. 

როგორც ჩენ შაობიაო იხსენებს, იმ დროს, როცა მისი ანგარიშიდან 15 000 ლარი მოხსნეს, ბარის საპირფარეშოში გათიშულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაზარალებული გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ბევრ დეტალს არ ამხელს, თუმცა გამოძიებასთან აქტიურად თანამშრომლობს.

"ბარის საპირფარეშოში ვიყავი გათიშულ მდგომარეობაში რა დროსაც ჩემი ბარათიდან თანხები მოხსნეს. ჩემ ბარათით ტრანზაქციის განხორციელება პინკოდის გარეშე შეიძლება. ბევრ დეტალს ვერ მოგიყვებით გამოძიებასთან ვთანამშრომლობ და მათი ინტერესებიდან გამომდინარე. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ვიცი რომ დამნაშავეები დაკავებულები არიან. დაზარალებული სხვა პირებიც არიან,"- აცხადებს ტურისტი "კურიერთან" საუბარში.

ბრალდებულის ადვოკატი გიორგი ბარდაველიძის თქმით, ჯერჯეობით საქმის მასალებს არ გასცნობია, დანაშაულის ჩამდნი მთავარი ფიგურანტის დადგენა კი ახლა მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს შსს-ს თანამშრომლებმა ტურისტების მიმართ განხორციელებული დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ქურდობის ფაქტზე კაფე-ბარ "სკარპას" მფლობელი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system