თავში

ბასილაშვილსა და მის ოჯახთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

ბასილაშვილსა და მის ოჯახთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო
ბასილაშვილსა და მის ოჯახთან დაკავშირებით სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

საქალაქო სასამართლომ 9 საათიანი მსჯელობის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერები ძალაში დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ავრცელებს. სწორედ აღნიშნული ორგანიზაციის იურისტები იცავენ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს სასამართლოში.

"ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9 საათიანი პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას.

სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა!

შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა!,"-წერს ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ნელი დოროყაშვილის მოთხოვნით ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი მშობლების მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ბასილაშვილის ოჯახმა გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესს დასაწყისში თავად დოროყაშვილიც ესწრებოდა თუმცა მან გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს შენობა დატოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system