თავში

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა
ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა, თუმცა განაჩენის წაკითხვა დარბაზში ხმაურის გამო ვერ მოახერხა. 

ერმაკოვის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ განაჩენს ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.

მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროსს ეგარსლან ლომაძეს წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა. მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს კი, ჯარიმა დაეკისრა. 

რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, არჩილ ვანაძეს, ის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი 7 მაღალჩინოსანი, სამართალდამცველებმა 30 მაისს, სპეცოპერაციით დააკავეს. მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ედავებოდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system