თავში

ბათუმის სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი გაამართლა

ბათუმის სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი გაამართლა
ბათუმის სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი გაამართლა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებული მამაკაცი გაამართლა. საქმის მასალების მიხედვით შემთხვევა ბათუმში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. მოწმეების მტკიცებით მათ დახმარების თხოვნით ქალმა მიმართა, ის ყვიროდა  და  რუსულ ენაზე ერთი და იგივე სიტყვას- "პაჟარ" იმეორებდა.  ადგილზე მისულ პოლიციას კი მან უთხრა, რომ გააუპატიურეს. დაზარალებულს ხელზე სისხლჩაქცევა აღენიშნებოდა. სამართალდამცავებმა იმავე დღეს საქართველოს მოქალაქე დააკავეს. მას ბრალი გაუპატიურების და ძალადობის მუხლებით წაუყენეს.

სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა დაადასტურა, რომ დაზარალებულ ქალთან სქესობრივი კავშირი ჰქონდა თუმცა განაცხადა, რომ ეს ურთიერთთანხმობით მოხდა. რაც შეეხება სისხლჩაქცევას, ბრალდებულის თქმით ქალთან შეკამათება მას შემდეგ მოუვიდა, რაც მან ტელეფონში სხვა ქალის მინაწერები ნახა. მისი განმარტებით კამათის დროს ქალს ხელი ხელზე მოუჭირა, რამაც სისხლჩაქცევა გამოიწვია.

საბოლოოდ მოსამართლემ, მტკიცებულებათა ერთობლიობის გათვალისწინებით, ბრალდებული დამნაშავედ მხოლოდ ერთ ნაწილში ცნო. მას ქალზე ძალადობისთვის 6 თვე პატიმრობა მიესაჯა. ხოლო გაუპატიურების ნაწილში გამართლდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system