თავში

ბათუმში 14 წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილები დააკავეს

ბათუმში 14 წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილები დააკავეს
ბათუმში 14 წლის წინ მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილები დააკავეს

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2007 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი ორი პირი - 1985 წელს დაბადებული გ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ო.კ. ბათუმში დააკავეს. ისინი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე 2007 წლიდან იძებნებოდნენ. ინფომრაციას შსს ავრცელებს.

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2007 წლის 24 მაისს გ.ტ. და ო.კ. დაუსწრებლად წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და მათზე ძებნა გამოცხადდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გ.ტ-ს და ო.კ-ს სასჯელის სახით განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 18 წლითა და 9 თვით. 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2007 წლის 1-ელ იანვარს, ბათუმში, ერასა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაზე გ.ტ-მ და ო.კ-მ ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენეს ძმებს - ვ.ა-ს და დ.ა-ს. დაჭრილები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ვ.ა. მიყენებული ჭრილობების შედეგად 2007 წლის 13 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

გ.ტ. და ო.კ. ჩატარებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძებების შედეგად 2021 წლის 10 თებერვალს ბათუმში დააკავეს. დაკავებულები პენიტენციურ დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system