თავში

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება შედგა

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება შედგა
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება შედგა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმეზე ბრალდებულ 9 პირთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. მათ ბრალი აღიარეს. 

ერთ-ერთ ბრალდებულს კი, რომელიც ამერიკის მოქალაქეა სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დანარჩენი რვა ბრალდებულის შემთხვევაში კი, სასჯელი ოთხიდან ექვს წლამდეა. საპროცესო შეთანხმება ვერ გაფორმდა მხოლოდ ერთი ბრალდებულის გ.ბ-ს მიმართ, რომელსაც დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად. ის საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს და არ დათანხმდა პროკურატურის შეთავაზებას, საპატიმროში ერთი წელი გაეტარებინა. სასამართლომ მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმეში დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system