თავში

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - მოზარდების სუიციდის მცდელობის ფაქტი არ დასტურდება 

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - მოზარდების სუიციდის მცდელობის ფაქტი არ დასტურდება 
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმე - მოზარდების სუიციდის მცდელობის ფაქტი არ დასტურდება 

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება, გავრცელებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული პირები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა 11 პირისთვუს აღკვეთის ნაკლებად მძიმე ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის განცხადებით ბრალდებულების მხრიდან არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხე.

ბრალდების მხარემ სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე არ დაადასტურა ერთ-ერთი ადვოკატის ინფორმაცია, თითქოს ორმა არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. საქმის პროკურორის თქმით არც დღევანდელ სხდომაზე და არც საგამოძიებო უწყებისთვის ადვოკატს ეს ინფორმაცია არ მიუწოდებია და მსგავს საკითხზე საუბარი არ ყოფილა.

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის  საქმეზე სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი რვიდან 14 წლამდეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system