თავში

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სასამართლოში მოსმენა მიმდინარეობს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სასამართლოში მოსმენა მიმდინარეობს
ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე სასამართლოში მოსმენა მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონო დამზადება-გასაღების და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 3 პირის პროცესი იმართება, მათ შორისაა ავსტრალიის მოქალაქე.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდნენ.

დაცვის მხარის ადვოკატის განცხადებით, პროკურატურის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები არ ადასტურებს დაკავებული პირების ბრალეულობას.

საქმის პროკურორის მარიამ გოგორელიანის თქმით, ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია ალბათობის მაღალი ხარისხით ვარაუდისთვის, რომ სამივე ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული, რასაც მას ბრალდების მხარე ედავება.

ცნობისთვის, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით სულ 24 პირია დაკავებული. საქმეში მთლიანად დაზარალებული 23 არასრულწლოვანია, რომელთა ასაკი 8 წლიდან 14 წლამდეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system