თავში

ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

"გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩანაწერის მოპოვების და გავრცელების კანონიერების დასადგენად. გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობის დადგენის მიზნით დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას" - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system